Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
    №07/01-01                                          10. 04. 2012

    თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საფეხურზე არასაფაკულტეტო სასწავლო კურსების სწავლებასთანდ აკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების მიზნით

    ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
    1. დაევალოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს განსაზღვროს არასაფაკულტეტო სასწავლო კურსების ჩამონათვალი, რომლის შეთავაზებაც შესაძლებელია თსუ სხვა ფაკულტეტების მიერ წინაპირობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით:
    2. დაევალოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურს რეგისტრაციის დაწყებამდე ორი თვით ადრე განახორციელოს სხვა ფაკულტეტების შესაბამის სამსახურებთან არასაფაკულტეტო სასწავლო კურსების შეთავაზებასთან დაკავშირებული საკითხების (სასწავლო კურსების ჩამონათვალი; სტუდენტთა სავარაუდო რაოდენობა; სასწავლო კურსების სავარაუდო განრიგი; სავარაუდო დატვირთვა და ა.შ.) შესახებ ინფორმაციის მიწოდება სწავლებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების შეთანხმების მიზნით;
    3. დაევალოს კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დეკანის მოადგილეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში.
    4. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.



    ფაკულტეტის დეკანის მ.შ.                                            აკაკი ხელაძე